მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ის უწყებაში მისვლას არ აპირებს.
„უწყება ჩავიბარე, ხელი არ მომიწერია. ისევე, მორის მაჩალიკაშვილზე იყო უწყება, მას უწყება არ ჩაუბარებია. რას ვიძახი ორი წელია, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია. მეხუთედ დამკითხეს 9-10 საათის განმავლობაში. ზუსტად მეხუთე დაკითხვის დროს მე განვაცხადე, საერთოდ ამის მერე არ გამოვცხადდები მოდულში იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის შნო და მაგის კაცობა, აგერ ვარ და ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ” – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

