მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა დატოვაპანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა ამ წუთებში დატოვა.

როგორც მისმა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, გაეცნენ საქმის მასალებს. მისივე თქმით, დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, მათ ყველა კითხვას უპასუხეს. მისივე ინფორმაციით, დღეს მაჩალიკაშვილმა მოისმინა აუდიო ჩანაწერიც, რომელიც სუს-მა გაავრცელა და „გარკვეული შენიშვნებიც გააკეთა“.

საუბრის ექსპერტიზა არ იქნა წარმოდგენილი.
თავად მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მან ყველა კითხვას გასცა პასუხი.

„დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – განაცხადა შვილმოკლულმა მამამ და დასძინა, რომ საპროტესტო აქციას აგრძელებს.