მალხაზ მაჩალიკაშვილს “ინტერნეტ ბოტებმა” იმ სპეცრაზმელის ვინაობას შეატყობინეს, ვინც თემირლანს ესროლა

მალხაზ მაჩალიკაშვილს "ინტერნეტ ბოტებმა" იმ სპეცრაზმელის ვინაობას შეატყობინეს, ვინც თემირლანს ესროლაშვილმოკლულ მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს უცნობმა პირებმა სოციალური ქსელით იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი გაუგზავნეს, რომლმაც მის შვილს ესროლა.

მისი თქმით, ეს არის სუს-ის მორიგი პროვოკაცია რადგან, ბოტები უმტკიცებენ, რომ თემირლანი არა გოგაშვილმა და გომელაურმა, არამედ ამ კონკრეტულმა სპეცრაზმელმა მოკლა.

„ერთ-ერთი ადამიანია ირაკლი ზაქარეიშვილი, ალბათ ძალიან კარგ თანხას უხდიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრიმინაციისათვის. სუს-ი პირდაპირ აცხადებს, რომ ამან არ მოკლა, ამან მოკლა, ეს დამნაშავეა. მაგრამ მე არ ვიცი ის გვარი. მაგრამ ერთი ცხადია, ერთი ვიცი. ყოველი ახალი გვარის გამოჩენისას მე მიკლავენ ისევ თემირლანს. ყველაფერი გამჟღავნდება, ყველაფერი სამართალი დაიდება. მთელი ქვეყანა გაიგებს რამდენად შეტოპა სახელმწიფომ, რამდენად შეტოპა ჭაობში თემირლანის საქმის გამო. არ გამოგივათ . საკმაო დრო გავიდა, წელიწადნახევარი გავიდა. მთელი ჩემი ფსიქიკა შეისწავლეთ, მთელი ჩემი ყოფაქცევა შეისწავლეთ მაგრამ ხომ ხედავთ არც მიყიდით, არც გამტეხთ, არც დამაშინებთ. თქვენ კი არა გომელაურის უწყება, თქვენ ნაირი ათი უწყება კიდევ, რომ დაგემატოთ არ გამოგივათ ჩემთან არაფერი” – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.