მალხაზ მაჩალიკაშვილთან კარავში სანდრა რულოვსი მივიდა

მალხაზ მაჩალიკაშვილთან კარავში სანდრა რულოვსი მივიდასიმართლისთვის ბრძოლა გრძელდება – მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან აქციას მართავს. მაჩალიკაშვილთან შესახვედრად და აქციაში მონაწილეობის მისაღებად სანდრა რულოვსი მივიდა.

რულოვსი ამ წუთებში იმ კარავში იმყოფება, სადაც პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა თვეებია ცხოვრობს. რულოვსს კომენტარი არ გაუკეთებია.

უკვე 1 წელი გავიდა, რაც შვილმოკლული მამა სიმართლის დადგენას გაშლილი კარვებით ცდილობს. მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს საზოგადოებასთან ერთად ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ ტრაგედიას, რომელიც მის ოჯახში დატრიალდა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.