მამუკა ბახტაძის განმარტება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით

მამუკა ბახტაძის განმარტება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებითსაქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, დავით გარეჯის მიმდებარედ, აზერბაიჯანის მხარე გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებდა მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე. შესაბამისად, დამატებითი კითხვების თავიდან ასაცილებლად, ეს სამუშაოები მოლაპარაკებების დასრულებამდე დროებით შეჩერებულია.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოების წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქედს მიღმა და მიუხედავად იმისა, რომ იქ არსებობდა, მანამდეც ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და რომ არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ეხლა დასვით, რომ მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა,” – აცხადებს მამუკა ბახტაძე.