დამტვრეული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები. შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ისინი ქართველ ქალთან ერთად ისხდნენ, რომელიც მათი გიდი იყო.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათი თქმით, დამნაშავეებმა უცხოელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობდნენ. პოლიციამ კაფის თანამშრომლები ადგილზე გამოკითხა.
“არაბი ბიჭი და ქართველი ერთად ისხდნენ და ქართველებმა, ნასვამმა ადამიანებმა ჰკითხეს, თქვენ გიყვართ ერთმანეთიო. იმათ კიო და შეაგინეს და ხელით შეეხნენ, მერე მე შემაგინეს, ყველას შეაგინეს, წამოვიდნენ, ჩილიმები დალეწეს, ფანჯრები, ყველაფერი დალეწეს”. – ამბობს კაფეს მენეჯერი ელენე ადამია.
შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა ედება , მეორეს კი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.

