მკვლელობა საგარეჯოში – მეუღლის მიერ 76 წლის ელზა ტაველიშვილი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
“ქალბატონი შემოყვანილია დღეს დაახლოებით, 10:00 საათზე, თავის ცეცხლნასროლი ჭრილობით, კომა. ჩვენს კლინიკაში გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩატარდა თავის ტვინის შეშუპების პრევენცია, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და გადაყვანილ იქნა თბილისში. სასიცოცხლო მაჩვენებლები, ჰერმოდინამიკა სტაბილური იყო, მაგრამ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად დამძიმება” – აღნიშნა ექიმმა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 85 წლის ომარ გამყრელიძემცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. ჯერჯერობით მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

