„მეუფე იობის განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია და მიმართული შუღლის გაღვივებაზე“ – გიგი უგულავა

„მეუფე იობის განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია და მიმართული შუღლის გაღვივებაზე“ - გიგი უგულავა„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მეუფე იობის დავით გარეჯზე გაკეთებულ განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებს.„თუ ასე გაგრძელდა რელიგიური კონფლიქტი გარდაუვალია, რა დროსაც ჩვენს წმინდა მიწას ჩვენი ძალით დავიცავთ,“ – მეუფე იობის ეს განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია. ყველა აქცენტი რაც მეუფე იობმა გააკეთა, არის მიმართული შუღლის გაღვივებაზე და არა – პრობლემის მოგვარებაზე. ნაცლად საკუთარი უვარგისი მთავრობის პასუხისმგებლობისა (რომელიც მხოლოდ სიტყვის მასალად იხმარა მეუფე იობმა), მოვისმინეთ გაკვირვებული მოწოდება – რატომ არ გადავიდნენ ჩვენი მესაზღვრეები იქეთ მხარეს.
მეუფე იობ! რასაც აკეთებთ და ამბობთ არაა პარტიოტიზმი. დღეს თქვენ საზოგადოებას მღვდელი გაპონი გაგვახსენეთ. სირცხვილია!“ – წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა