„მიმაჩნია, რომ თქვენ პანკისში მოიქეცით სწორად“ – ემზარ კვიციანმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა

„მიმაჩნია, რომ თქვენ პანკისში მოიქეცით სწორად“ - ემზარ კვიციანმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადასაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა პანკისში რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრისას, მადლობა გადაუხადა.

გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში იმყოფება. ემზარ კვიციანმა საკუთარ სიტყვაში პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და გახარიას უთხრა, რომ ის სწორად მოიქცა:

„რაც პანკისში მოხდა, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა. მიმაჩნია, რომ თქვენ იქ მოიქეცით სწორად, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა და ამიტომ ჩემი პირადად მადლობა თქვენ. ეს ერთი და მეორე, მინდა გითხრათ, რომ პანკისის ხეობაში სანამ ეს აჯანყება მოხდებოდა მანამდე ცუდი ფაქტები იყო დადებული ძალიან. თუნდაც ის სპეცოპერაციები, რომელიც ჩაატარეს სპეცსამსახურებმა და ერთი თქვენი თანამშრომლების ცუდ ამბებსაც მოგიყვებით. ეს არის 2018 წლის 4 აგვისტო, როდესაც მუსა ხარგოშვილი დააკავეს გზაზე, როდესაც არანაირი პოლიციური რაიმე არ იყო დაგეგმილი. ოთხმა კაცმა სცემა სასიკვდილოდ. ამის მერე თითქოს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას და ჩასვეს ციხეში. ამაზე თქვენ მოგმართეთ და მყისიერი რეაგირება მოახდინეთ, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ორ ადამიანზე და ის მუსა ხარგოშვილი მაინც დარჩა ციხეში. ორი წელი მიესაჯა და სამართლიანობა არ აღდგა. უსამართლობა არის სწორედ ჩემო პატივცემულო მინისტრო რომელიც ხალხს და პოლიციას გაყოფს,“-განაცხადა ემზარ კვიციანმა.