“მოღალატე” – სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკიდან შეძახილებით გააცილეს

"მოღალატე" – სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკიდან შეძახილებით გააცილესვაკის პარკში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.სალომე ზურაბიშვილს “მოღალატე” რამდენიმეჯერ უწოდეს და მსგავსი შეძახილებითვე გააცილეს. პრეზიდენტი ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად იმყოფებოდა. „მინდა ვთქვა, რომ სამწუხარო არის, რომ ეს დღე იმის მაგივრად, რომ იყოს დღე პატივისცემის, ყველა იმ გმირებისთვის, რომელიც ყველა ომებში დაიღუპა და რომელსაც ყველა ქართველებს სჯეროდათ, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თავიანთ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ეს იყო ყველა მათი, სადაც არ იყვნენ, აქა იმ ომის დასასრულს, თუ ტყვეებად ჩავარდნილი გერმანელებთან, თუ ემიგრანტები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი გაგებით ასევე საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ, მე მინდა, მათი ხსოვნა იყოს და მათი პატივისცემა დღეს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.