ნიკი ლაუდა გარდაიცვალა

ნიკი ლაუდა გარდაიცვალა70 წლის ასაკში, საკუთარ ოჯახში, გარდაიცვალა “ფორმულა 1”-ის ლეგენდა, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ავსტრიელი მრბოლელი ნიკი ლაუდა.ცნობილი სპორტსმენის ოჯახს უკვე მიუსამძიმრეს “ფერარისა” და “მაკლარენის” გუნდების წარმომადგენლებმა, რომელთა ბოლიდებითაც მიაღწია ლაუდამ გამარჯვებას.

ნიკი ლაუდა მსოფლიო ჩემპიონი 1975, 78 წლებში (ფერარი) და 1984 წელს (მაკლარენი) გახდა.

“ფერარის” გუნდში იგი 1974 წელს მივიდა და მსოფლიო ჩემპიონი მეორე წელსვე გახდა. მას შედეგის მიღწევა 1976 წელსაც შეეძლო, მაგრამ, 76 წელს, გერმანიაში, ცნობილ “ჩრდილოეთ მარყუჟის” ტრასაზე, რომელიც ასევე “მწვანე ჯოჯოხეთის” სახელითაც იცნობენ, მას ავტოავარია მოუვიდა – მეორე წრეზე ლაუდას მანქანა ტრასას მოწყდა, მესერს შეეჯახა, ცეცხლი მოეკიდა და ისევ ტრასაზე დაბრუნდა, სადაც მას უკან მომავალი ბოლიდი შეეჯახა. ლაუდა ნამხვრევებს შორის გაიჭედა, ამასთან, მას შლემი მოსძვრა და თავის სერიოზული დამწვრობა მიიღო.

ლაუდა სიკვდილს შეჯიბრის მონაწილეებმა გადაარჩინეს, რომლებაც საკუთარი ავტომობილები გააჩერეს და კოლეგას დაეხმარნენ. საავადმყოფოში ლაუდა კომაში ჩავარდა და ექიმებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მის გადასარჩენად.

ამ ავარიის შედეგად ლაუდამ თვალი დაიზიანა, რის გამოც 1976-77 წლები უტიტულოდ დაასრულა. 1977 წელს იგი შუა რბოლიდან თავისი ნებით გამოვიდა, რადგან წვიმის გამო ტრასის დანახვა ვერ შეძლო.

მიუხედავად ამისა, ლაუდა მომავალ 1978 წელს მაინც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან “ფორმულა 1”-ს თავს ანებებდა. მაგრამ 1982 წელს “მაკლარენის” თხოვნით იგი რბოლებს დაუბრუნდა და 1984-ში მესამე წარმატებასაც მიაღწია.

საბოლოდ სპორტს ნიკი ლაუდა 1986 წელს ჩამოშორდა და საავიაციო ბიზნესს მიჰყო ხელი. მას ორი კომპანია ჰქონდა – Lauda Air-ი, რომელიც 2000-იან წლებში გაყიდა და Niki, რომელიც 2017 წელს გაკოტრდა.

აღსანიშნავია, რომ თავიდან ლაუდა თავად ასრულებდა Lauda Air-ში რეისებს.

ნიუპოსტი