ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარეს ზუგდიდის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებს

ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარეს ზუგდიდის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში იბარებსერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, პარლამენტში იბარებს. ინიციატივას ევროპული საქართველო იზიარებს.

საპარლამენტო ოპოზიცია ინტერპელაციის მეთოდს იყენებს, რომლის ფარგლებშიც ყოველი თვის ბოლო კვირას დეპუტატებს ნებისმიერი თანამდებობის პირის პარლამენტში მიწვევა შეუძლიათ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, ოპოზიცია ინტერპელაციით მოქმედი მინისტრი ნათია თურნავა დაიბარა, თუმცა როგორც დღეს გახდა ცნობილი, ენმ განაცხადს უკან გაიწვევს და ინტერპელაციით თამარ ჟვანიას დაიბარებს.

სხვა მწვავე კითხვებთან ერთად, თამარ ჟვანიას განმარტებების გაკეთება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიიდან საარჩევნო სიების და სარეგისტრაციო ბეჭდების გატანაზეც მოუწევს