“ნიუპოსტმა” “ქართული ოცნების” ოფისიდან, ზუგდიდის მერის შუალედური არჩევნების შესახებ ჩატარებული შიდა კვლევის მონაცემები ექსკლუზიურად მოიპოვა.
მმართველი პარტიის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, ზუგდიდის მერის არჩევნებში, რომელიც 19 მაისს გაიმართება დიდი უპირატესობა აქვს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა ელისაბედ რულოვსს.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად , გეგა შენგელიას 43 % უჭერს მხარს. 57% კი ამბობს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე სანდრა რულოვსის საარჩევნო ნომერს შემოხაზავს.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების მოსახლეობის განწყობას, შედეგები ასე გადანაწილდა: სანდრა რულოვსს გამოკითხულთა 67% უჭერს მხარს, გეგა შენგელიას კი 33%.
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, დაშლის პირას მყოფ “ქართულ ოცნებაში” უახლეს კვლევას სადაც გეგა შენგელიას სრული ფიასკო ნათლად იკითხება, მმართველ პარტიაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. როგორც სამთავრობო კულუარებში გვიყვებიან, გადაწყდა, რომ შენგელიას მხარდასაჭერად პარტიის ლიდერები უახლოეს დღეებში ჩამოვლენ სამეგრელოში და დაგეგმილია აგრესიული კამპანიის ჩატარება.

