„ოცნების“ ტროლების ქარხანა თავისუფალი მედიის ფეიკგვერდებს ქმნის და ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს“

„ოცნების“ ტროლების ქარხანა თავისუფალი მედიის ფეიკგვერდებს ქმნის და ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს“„ქართული ოცნება“ თავისუფალი მედიის ფეიქგვერდებს ქმნის. არცთუ დიდი ხნის წინ, „ნიუპოსტის“ ფეიქვერსია შეიქმნა, რომელიც ცრუ და ამასთან, უხამს ნიუსებს ავრცელებდა. „ნიუპისტის“ რედაქციამ ამასთან დაკავშირებით განცხადება ორჯერ გაავრცელა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ამ ფეიკსააგენტოების მიერ გავრცელებულ ცრუ და ყალბ ინფორმაციას არ ენდოს. კიდევ ერთხელ ვაცნობებთ საოზგადოებას, რომ ნამდვილი არის მხოლოდ newposts.ge. ჩვენი სახელით მოქმედი ყველა სხვა გვერდი კი არის ყალბი!ახლა კი, როგორც ირკვევა, სოციალურრ ქსელში „რუსთავი 2“-ის ფეიკგვერდი გამოჩნდა, რომელიც ასევე, ყალბ ინფორმაციებს ავრცელებს.
„ქართულ ოცნების“ ტროლების ქარხანამ შექმნა „რუსთავი 2“-ის ყალბი გვერდი და ავრცელებს ყალბ ახალ ამბებს ჩვენი სახელით, თან ხარჯავს ფულს, ასპონსორებს ფეიკ ნიუსებს,“ – წერს „ფეისბუქში“ „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.
 ნიუპოსტი