პარლამენტმა მოსამართლეების შერჩევის შესახებ კობახიძის კანონპროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა მოსამართლეების შერჩევის შესახებ კობახიძის კანონპროექტი დაამტკიცაპარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტს 87 დეპუტატმა დაუჭირა მხარი ხოლო, 33 წინააღმდეგი იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შერჩევისა და მათი პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა განისაზღვრა. ასევე დადგინდა, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც.