პერუში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – 15-ზე მეტი შენობა დაინგრა

პერუში 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - 15-ზე მეტი შენობა დაინგრაპერუს ჩრდილოეთით დღეს 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 15-ზე მეტი შენობა დაინგრა. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახური „ტვიტერის“ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამიანი. თუმცა, მათი რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციიტ, მიწისძვრა ქვეყნის ყველა რეგიონში იგრძნობოდა. შენობების უმეტესობა დანგრეულია სან-მარტინისა და ლორეტოს რეგიონებში. ზოგიერთ ქალაქშს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

მიწისძვრის ეპიცენტრში ლაგუნასის რეგიონიდან 83 კილკომეტრში, სან-მარტინის რეგიონი იყო.

იპნ