“ქმარმა მოკლა და ადგილიდან მიიმალა, ამ ქალს 2 შვილი დარჩა” – რა მოხდა ხაშურში

"ქმარმა მოკლა და ადგილიდან მიიმალა, ამ ქალს 2 შვილი დარჩა" - რა მოხდა ხაშურშიხაშურში თამარ მეფის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ,,დიანიუსისთვის” დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც ,,დიანიუსის” კორესპონდენტს ადგილობრივები უყვებიან, სავარაუდოდ, ქმარმა 45 წლამდე ასაკის ცოლი ჯერ-ჯერობით გაურკვეველი საგნის ჩარტყმით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილს სახლში 2 შვილი დარჩა.

,,არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, თუმცა როგორც გავიგეთ ქმარმა მოკლა რაღაცა გაურკვეველი საგნის ჩარტყმით და ადგილიდან მიიმალა. ამ ქალს ორი შვილი დარჩა. როგორც გავიგეთ გარდაცვლილის ცხედარიც მისმა შვილმა ნახა. თამარ მეფის ქუჩაზე ცხოვრობდნენ ჩაკეტილი ოჯახი იყო. გვარათ კლიმანცოვები არიან .ჩვენც არაფერი არ ვიცით ჯერ დაზუსტებით.” -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ,,დიანიუსთან” საუბრისას

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.