რეალმა დაადასტურა რომ სერხიო რამოსს წასვლა სურს

რეალმა დაადასტურა რომ სერხიო რამოსს წასვლა სურსმადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაადასტურა ინფორმაცია რომ სერხიო რამოსს გუნდიდან წასვლა სურს. პერესის თქმით რამოსს ჩინური გუნდი ეპატიჟება, მაგრამ რეალს მისი გაშვება არ სურს და იმედი აქვს, რომ რამოსი გადაიფიქრებს და რეალში დარჩება.

თვითონ ფეხბურთელი ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს და ჟურნალისტების კითხვებს გაურბის. სერხიო რამოსი რეალის ღირსებას 2005 წლიდან იცავს და გუნდთან ერთად მან უამრავი ტიტული მოიგო.