როენა ხუცურაული გამოუშვეს

როენა ხუცურაული გამოუშვესროენა ხუცურაულს, იგივე “მამიდას” 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. გადაწყევტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

“მამიდამ”  დღეს სასამართლოში ბრალი აღიარა. მას გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას ედავება.

“მამიდასთან” ერთად ბრალს აღიარებს, მასთან ერთად იგივე ბრალდებით დაკავებული, ზინაიდა ქორიძე, ზედმეტსახელად “სალომე.” სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოთი გათავისფლდება “სალომეც,” რომელიც 20 ათას ლარს გადაიხდის.

ორივე მათგანი საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.