პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაულის თქმით, სასტუმრო “მამიდაში” კათარზისის გახსანას გეგმავდა.
როგორც ხუცურაული აცხდებს, ზინაიდა ქორიძეს, რომელსაც სასტუმრო “მამიდა” ჰქონდა იჯარით აღებული, ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდა და ხუცურაულმა მას შენობის დაცლა სთხოვა.
როენა ხუცურაული იგივე, “მამიდა” 4 პირთან ერთად დააკავეს, რომელთაც პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემა ედებათ ბრალად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

