„რომელს აქვს გაკეთებული იმაზე მეტი, ერთი, ძალიან მაინტერესებს“ – ბახტაძე ანაკლიის პორტზე

„რომელს აქვს გაკეთებული იმაზე მეტი, ერთი, ძალიან მაინტერესებს“ - ბახტაძე ანაკლიის პორტზეპარლამენტში მისულმა პრემირმა ანაკლიაზე ისაუბრა და განაცხადა: „როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, ეს ნიშნავს, რომ არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება“.

მამუკა ბახტაძე არ საუბრობს ეკონომიკის სამინისტროს სკანდალზე, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ანაკლიის პროექტი პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაშია და მისი განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან არ შეფერხება.

პრემიერი მოუწოდებს ანაკლიის კონსორციუმსა და კერძო სექტორს, პროექტთან დაკავშირებით აღებული ყველა ვალდებულება შეასრულონ

„300 მილიონის ვალდებულება ავიღეთ, რომ სახელმწიფო გააკეთებს ინვესტირებას – პირველი. მეორე-გამოვისყიდეთ მიწები რამდენიმე ათეული მილიონი საპარტნიორო ფონდს აქვს ვალდებულებები 100 მილიონი დოლარის, რომ გააკეთოს თანადაფინანსება. პირადად მე ვიყავი ჩართული რომ ეს პროექტი მომხდარიყო პრიორიტეტულ ნუსხათა სიაში, რომელიც დაამტკიცა ევროკავშირმა. პირადად მე მქონდა თხოვნა, რომ განეხილათ და ჰქონოდათ ეს პროექტი პერსპექტიულ პროექტთა ნუსხაში.

რომელს აქვს გაკეთებული იმაზე მეტი, ერთი, ძალიან მაინტერესებს, მათ შორის პარლამენტის გარეთ, რომელიც დღეს ჩასაფრებული პოზიციიდან საუბრობს. როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი- ეს ნიშნავს, რომ არის და ამისთვის ყველაფერი კეთდება. ყველას ურჩევნია ფოკუსირება გააკეთოს რეალური საქმის გაკეთებაზე

სახელმწიფო თავის ვალდებულებას შეასრულებს კონსორციუმმაც და კერძო სექტორმაც თავის ვალდებულება შეასრულოს და ეს პროექტი შედგება,”-განაცხადა პრემიერმა.