ქალაქ ათენის გარეუბანში, კალითეაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე საძინებელში მოკლული იპოვეს.
გარდაცვლილს ნათესავები წინა დღიდან ეძებდნენ და როდესაც არ გამოჩნდა, დეიდა მის საცხოვრებელ ბინაში ხელოსნის დახმარებით შევიდა, სადაც ის გარდაცვლილი დახვდა.
საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალი წარმოშობით ქუთაისელი ქეთი სუთიძეა. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალი საბერძნეთში წლების წინ წავიდა. მისი თქმით, სუთიძე სახლში ყელგამოჭრილი იპოვეს.
“ქეთი ქუთაისიდან წლების წინ წავიდა. კლასელები ვიყავით. მე-9 საჯარო სკოლაში დავდიოდით. აღნიშნული ტრაგედიის შესახებ ინტერნეტით გავიგეთ და რაც ტელევიზიით გავრცელდა მეტი არაფერი ვიცით”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. ქეთი სუთიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.