სააკაშვილი ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მისთვის მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს. სააკაშვილის წერილი ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ შეიტანა.

წერილში სააკაშვილი აცხადებს, რომ მას ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა:

„ყველა იურისტი ირწმუნება, რომ ჩემთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკანონოა, რადგან უკრაინის კონსტიტუცის თანახმად უკრაინის მოქალაქისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეიძლება. საერთაშორისო სამართლით კი არ შეიძლება ადამიანის მოქალაქეობის გარეშე დატოვება.“- ნათქვამია წერილში. ამასთნავე, სააკაშვილი წერილში ამბობს, რომ ის მზადაა თავისი პოზიცია სასამართლოში დაიცვას

დატოვეთ თქვენი კომენტარი