საირმის ქუჩაზე მოსამართლის ჯიპი გაქურდეს

საირმის ქუჩაზე, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლის კუთვნილი ავტომობილი გაქურდეს.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

ძვირადღირებულ ჯიპს ჩამტვრეული აქვს ფანჯარა.

ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები დილიდან მუშაობდნენ.

ავტომობილი რომ, სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ეკუთვნის, ამაზე საქარე მინაზე მოთავსებული საშვი მიუთითებს.

კურიერის კამერასთან ავტომობილის პატრონი არ გამოჩენილა.

რუსთავი2-ის ინფორმაციით, საირმის ქუჩაზე ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე ავტომობილი გაქურდეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი