სალაჰი ბარსელონასთან არ ითამაშებს

სალაჰი ბარსელონასთან არ ითამაშებსლივერპული ბარსელონასთან მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება. მოჰამედ სალაჰმა ნიუკასლთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, ის მაინც ვერ შეძლებს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს. ამის შესახებ იურგენ კლოპმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

სალაჰის გარდა, ბარსელონასთან ლივერპულს რობერტო ფირმინოც ვერ დაეხმარება, რაც ლივერპულის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. შეგახსენებთ რომ პირველი მატჩი ბარსელონამ საკუთარ მოედანზე 3:0 მოიგო.