სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე

სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზედამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკისმძევლები იქნებიან. ამ პოლიტიკას ჩვენ დავამარცხებთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და სახელმწიფოს გაძლიერებით. ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიება სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თამამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა.

„ჩვენი ყოველი საგარეო ვიზიტის დროს, ყოველთვის ვსაუბრობ იმ უკიდურესი მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკამ შეუქმნა აფხაზ ხალხს, მათ კულტურას და ენას. დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე ქვეყანა არ გამთლიანდება. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თამამეგობრობის ურყევი მხარდაჭერა. დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, ვიდრე საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე. დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის მძევლები იქნებიან“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ოკუპაციის შედეგის კონკრეტული მაგალითებიც გაიხსენა.

„რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის ნიშანია ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცების ფაქტები. ამის ერთ-ერთი უახლესი მაგალითია ირაკლი კვარაცხელიას ტრაგედია. რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკის გამოხატულებაა სამხრეთ ოსეთის დიდ სამხედრო ბაზად გადაქცევა და გამსვლელი პუნქტების წამდაუწუმ ჩაკეტვა. ამ პოლიტიკას ჩვენ დავამარცხებთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებით. ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.