სამგორის რაიონის გამგებელი პოსტს ტოვებს

სამგორის რაიონის გამგებელი პოსტს ტოვებსსამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი პოსტს ტოვებს.

„კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში – ამისგან ვერავის შევზღუდავ. ჩვენ ძალიან გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ.