სანდრა ზუგდიდის მერად! – მასშტაბური შეხვედრა განმუხურში – ვიდეო

სანდრა ზუგდიდის მერად! - მასშტაბური შეხვედრა განმუხურში - ვიდეოგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის მასშტაბური შეხვედრა ამომრჩეველთან. სანდრა რულოვსი და გაერთიანების ლიდერები განმუხურში იმყოფებიან.

მხარდამჭერებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მიმართავენ. ნიკა მაჭუტაძემ არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძვირფასო მეგობრებო, ზუგდიდმა უნდა აღიდგინოს თვითმმართველობა, რათა ქართველმა ხალხმა აღიდგინოს სახელმწიფოებრიობა. დაიბრუნეთ თქვენ თქვენი ქალაქი, დაიბრუნეთ თქვენ თქვენი რაიონი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის ქვეყანას, თავის სახელმწიფოს“ – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ზუგდიდელებს 19 მაისს მერის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა “ეროვნულ-დემოკრატიული” პარტიის თავმჯდომარემ.

„19 მაისის მერის არჩევნებში, ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილის თავგასულობა საბოლოოდ დასრულდება და ის თქვენს ხმებს ვერ მოიპარავს. მთავარია თითოეული თქვენთაგანი დაირაზმოს და არჩევნების დღე, მშვიდად მისცეს ხმა იმ კანდიდატს, ვისაც მხარს უჭერს. ზუგდიდი მხარს უჭერს სანდრას“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.