საპარლამენტო უმრავლესობამ ხმაურის გამო თავისივე მომზადებული და შეთანხმებული კანონპროექტი ჩააგდო

საპარლამენტო უმრავლესობამ ხმაურის გამო თავისივე მომზადებული და შეთანხმებული კანონპროექტი ჩააგდოპარლამენტმა თბილისის მერიის ინიციატივით ურავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის პირველისვე მოსმენაზე ჩააგდო. დეპუტატებმა მიზეზად ხმაური დაასახელეს.

საქმე ეხება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ თქმით კანონპროექტის ჩავარდნისს მიზეზი სხდომათა დაბრაზში არსებული ხმაური გახდა და დეპუტატების უმრავლესობამ არ იცოდა, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი.

პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი დეპუტატებს მიმართა, რომ საკითხს ყურადღებით მოეკიდონ.

“კანონპროექტი ჩავარდა და ახლა კახა კუჭავა უნდა ვაწვალოთ – მან თავიდან უნდა დააინიციროს, პირველი მოსმენით თავიდან გაიტანოს, როცა კანონპროექტი შეჯერებული და შეთანხმებული იყო. ამიტომ გთხოვთ, დაიცვათ სიჩუმე და საკითხს ყურადღებით მოვეკიდოთ“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს.