საშინელი ავარია სუფსაში – 4 ახალგაზრდა დაიღუპა

საშინელი ავარია სუფსაში - 4 ახალგაზრდა დაიღუპაავტოსაგაზაო შემთხვევა მოხდა სუფსაში. მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.

ავარიას 4 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დაღუპული არიან მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და 3 მგზავრი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინფორუსთავი