სერხიო რამოსი რეალიდან წასვლას არ აპირებს

სერხიო რამოსი რეალიდან წასვლას არ აპირებსმადრიდის რეალის მცველმა სერხიო რამოსმა ბოლო პერიოდში მასზე გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა და თქვა, რომ ის არ აპირებს რეალიდან წასვლას. რამოსის თქმით მას ჩინეთში ნამდვილად ეპატიჟებიან, მაგრამ ის რეალს სჭირდება, ამიტომ წასვლას არ აპირებს:

”რეალი ძალიან მიყვარს და აქ უამრავ რამეს მივაღწიე, რასაც სხვაგან ვერ მივაღწევდი. ვგრძნობ, რომ გუნდში საჭირი ვარ და არ შემიძლია წავიდე, მიუხედავად იმისა, რომ წინადადები მაქვს ჩინეთიდან. როდესაც ვიგრძნო, რომ რეალს აღარ ვჭირდები, მაშინ წავალ”.