შერემეტიევოში ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში მგზავრმა ვიდეო გადაიღო – ვიდეო

შერემეტიევოში ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავში მგზავრმა ვიდეო გადაიღო - ვიდეოშერემეტიევოს აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის ამსახველი ბევრი ვიდეო გავრცელდა.

ერთ-ერთი მათგანი თავად ბორტზეა გადაღებული და იქ ამტყდარ პანიკას გადმოსცემს.

5 მაისს თვითმფრინავმა, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა, პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა.

ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა.

პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, მეორე ცდაზე კი საფრენ ბილიკზე შასით დაეცა, შემდეგ ბილიკს ცხვირი დაარტყა და ცეცხლი გაუჩნდა.

ხალხი ტრაპებიდან ხტებოდა, – წერს რუსეთის მედია.

ხანძრის შედეგად დაიღუპა 41 ადამიანი.

გადარჩა 37 ადამიანი. მათ შორის 33 მგზავრი და 4 პილოტი. მათგან 5 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.