“შეცდომა იყო, თუ არ იყო დაშვებული, მე როგორ გითხრათ, იქ არ ვყოფილვარ” – გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე

"შეცდომა იყო, თუ არ იყო დაშვებული, მე როგორ გითხრათ, იქ არ ვყოფილვარ" - გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზესაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ჟურნალიტებთან საუბრისას პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის თემასაც შეეხო . ვახტანგ გომელაურის თქმით მაჩალიკაშვილების ოჯახს პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს, რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, სუს-ის ხელმძღვანელის თქმით, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია:
„რა მოხდა, ამაზე გამოძიება მიდის პროკურატურაში და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ და ღიად ესე ვერ ვიტყვი. კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება.“- განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თვლის თუ არა რომ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით შეცდომა იქნა დაშვებული, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ მან არ იცის, რადგან იქ არ ყოფილა:

„მე ვერ ვიტყვი ამას ნამდვილად, დაველოდოთ პროკურატურას, ის დაამთავრებს გამოძიებას და დადებს, შეცდომა იყო თუ არ იყო დაშვებული, მე როგორ გითხრათ, იქ არ ვყოფილვარ, არ ვიცი შეცდომა იყო თუ არ იყო. კომისიის შექმნაზე კი პარლამენტარებმა უნდა გადაწყვიტონ, ეს ჩემი პრეროგატივა არაა, რომ თანახმა ან წინააღმდეგი ვიყო.“- აღნიშნა სუს-ის ხელმძღვანელმა.

შეკითხვაზე, როდის მიიღებს შვილის მკვლელობასთან დაკავშირებიტ კითხვებზე პასუხს მალხაზ მაჩალიკაშვილი, გომელაურმა განაცხადა, რომ „პროკრატურამ უნდა უთხრას ეგ“.

ნიუპოსტი