სოფო კილაძე – “საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ოფიციალურად უნდა გამოვაცხადოთ”

სოფო კილაძე - "საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ოფიციალურად უნდა გამოვაცხადოთ"პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დღეს მაესტროსთან საუბარში საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ოფიციალურად გამოცხადება მოითხოვა.

“ამ საკითხს, რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, აქვს ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა ჩვენი საზოგადოებისთვის. და ჩვენ, პარლამენტი, რომელიც ხალხის აზრს უნდა გამოხატავდეს, პატივს ვცემთ ხალხის აზრს და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველო ასევე ოფიციალურად ასე ვთქვათ, გამოვაცხადოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად”- უთხრა “ოცნების” დეპუტატმა მაესტროს ჟურნალისტს.