ამ წუთებში ზუგდიდის სამმართველოსთან გაერთიანებული ოპოზიცია – „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები იმყოფებიან.
სამმართველოს შენობაში დადიანების სასახლეში მომხდარი თავდასხმისას დაზარალებული ფოტოგრაფის გამოკითხვა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს, მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, სუს-ის მიერ მიგზავნილი პროვოკატორები ტავს დაესხნენ, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებს. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

