იაგო ნებიერიძე – ”ნანიკო ბერიაშვილი არ მომიკლავს”

იაგო ნებიერიძე - ”ნანიკო ბერიაშვილი არ მომიკლავს”9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იაგო ნებიერიძის თქმით, ის უდანაშაულოა.

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა სასამართლოს უთხრა, რომ მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უნდა გასამართლდეს.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა და არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.