უვადო მოსამართლეების დანიშვნის წესი- ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთის 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს

უვადო მოსამართლეების დანიშვნის წესი- ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთის 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებსმმართველი პარტიიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 200 ათასი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს.

ბესელია ქვეყნის მთავარი კანონიდან, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მუხლის შეცვლას მოითხოვს და აცხადებს, რომ მოსამართლეები გარკვეული ვადით უნდა დაინიშნონ.

„მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანი არჩევით. ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება და რადგან 76 დეპუტატი არ არის მზად ამ პროექტის ინიცირებისთვის, თუმცა არის გარკვეული ჯგუფი დეპუტატების, გვჭირდება 200 ათასი ხელმოწერა. ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ შევაგროვებთ 200 000 ჩვენი თანამოქალაქის ხელმოწერას,“-აცხადებს ეკა ბესელია.