ვალვერდეს ბედი ზაფხულში გადაწყდება

ვალვერდეს ბედი ზაფხულში გადაწყდებაბარსელონა ესპანეთის თასის ფინალშიც დამარცხდა და შეიძლება ითქვას რომ კატალონიელებისთვის სეზონი არცთუ წარმატებული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს. ბევრი გულშემატკივარი ერნესტო ვალვერდეს მუშაობით უკმაყოფილოა და მის გაშვებას ითხოვს.

ბარსელონა ჯერჯერობით არ ჩქარობს გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვალვერდეს ბედი ივნისის შუა რიცხვებში გადაწყდება. ვალვერდემ კონტრაქტის თანახმად ბარსელონაში კიდევ ერთი წელი უნდა იმუშავოს.