ვან დეიკი: ”რწმენა არ უნდა დავკარგოთ”

ვან დეიკი: ”რწმენა არ უნდა დავკარგოთ”ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ბარსელონასთან მარცხზე ისაუბრა და თქვა, რომ მის გუნდს ბოლომდე უნდა სჯეროდეს წარმატების და დროზე ადრე ყურები არ უნდა ჩამოყაროს.

ვან დეიკის აზრით, ლივერპულს შეუძლია ფინალში გასვლა: ”ბარსელონაში ჩვენთვის ცუდი ანგარიში დაფიქსირდა, მაგრამ თამაში არ იყო სავალალო, უბრალოდ მეტოქემ შანსები გამოიყენა, ჩვენ ვერა. ლივერპულში ბოლომდე ვიბრძოლებთ და იმედი არ უნდა დავკარგოთ”.