ვინსან კომპანი: ”თანაგუნდელები მიყვიროდნენ რომ კარში არ დამერტყა”

ვინსან კომპანი: ”თანაგუნდელები მიყვიროდნენ რომ კარში არ დამერტყა”მანჩესტერ სიტიმ ლესტერის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და მატჩი 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი სიტის ცენტრალურმა მცველმა ვინსან კომპანიმ გაიტანა შორეული დარტყმით. კომპანიმ მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მის თანაგუნდელებს არ უნდოდათ რომ მას კარში დაერტყა:

”დასარტყმელ პოზიციაზე ხშირად ვარ ხოლმე, მაგრამ თანაგუნდელები მუდამ მიყვირიან, რომ კარში არ დავარტყა. ამჯერად გავბრაზდი და დავარტყი. ვიფიქრე რომ კარიერაში იმდენი მაქვს გაკეთებული, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები არ უნდა მაძლევდნენ მითითებს. ლამაზი გოლი გამომივიდა და ძალიან ბედნიერი ვარ”.