ზაალ კასრელიშვილი – “17 ოსური გვარი ქართული წარმომავლობისაა”

ზაალ კასრელიშვილი - "17 ოსური გვარი ქართული წარმომავლობისაა"ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ 17 ოსური გვარი ქართული წარმომავლობისაა.

ზაალ კასრელიშვილი:

– ქართველების იდენტური გენი აღმოაჩნდათ ოსებს. საუბარი მაქვს ჩვენს ოსებზე – ალანებზე. ისინი ალბანების ჩამომავლები არიან.
– ცხინვალელ ოსებს არ აღმოაჩნდათ ქართული სისხლი?
– რამდენსაც გინდა, იმდენს აღმოაჩნდა. სადაც გინდათ იქ დავამტკიცებ, რომ 17 ოსური გვარი სუფთა ქართული წარმომავლობისა.
– რანაირად დაოსდნენ?
– ბოლშევიკებმა ოსებს ავტონომია მისცეს. ავტონომიის შესაქმნელად საჭირო ოდენობის ოსები არ ჰყავდათ და ქართველები დაწერეს ოსებად.
– შეგიძლიათ ეს გვარები დაგვისახელოთ?
– რატომაც არა. მარგიშვილები ჩაწერეს მარგიევებად. ბიბილურები და ბიბილაშვილები გამოაცხადეს ბიბილოვებად.
– მაგათი პრეზიდენტი – ბიბილოვიც ქართველი გამოდის.
– გვარის მიხედვით გამოდის. კითხვის ნიშნები რომ არ იყოს, წავიდეს და გენეტიკურად გაესინჯოს.
ასევე ქართველები არიან თიბილოვები, გაგლოევები, თედეევები, ჩოჩიევები და აიდაროვები. ყველა გვარი არ მახსოვს. სულ 17 გვარია, რომელიც სუფთა ქართულია.
– იმ გვარების წარმომადგენლები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევიან. პაპებისგან ან მეზობლებისგან მაინც არ იციან, რომ ქართველები იყვნენ და ოსებად ჩაწერეს?
– რომელი პაპა ეტყვის შვილიშვილს, გვარი და ეროვნება გადავიკეთეო. შერცხვათ ამის აღიარება და მათ ჩამომავლებსაც თავი ოსები ჰგონიათ.
არ არის გამორიცხული, მათი წინაპრები ბოლშევიკები იყვნენ და თავად გამოთქვეს გვარის გადაკეთების სურვილი. ავტონომიაც ხომ ბოლშევიკებმა შექმნეს.
 შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა