ზელენსკი – „ვმუშაობთ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე”

ვლადიმერ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების გაუქმება სურს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერის გვერდზე დაწერა.

„ვმუშაობთ ბატონი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე. ამ ბრძანების ავტორები პასუხს აგებენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან,” – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად მიმართა.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი