ზესტაფონში დაღუპულ ცოლ-ქმარს ქორწილი 1 კვირის წინ ჰქონდა – ”მოგლეჯილ ხეს დაჯახებიან”

ზესტაფონში დაღუპულ ცოლ-ქმარს ქორწილი 1 კვირის წინ ჰქონდა - ”მოგლეჯილ ხეს დაჯახებიან”სოფელ ზოვრეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე  ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმისთვის გახდა ცნობილი, შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ 23 წლის ალექს ბარბაქაძე და 19 წლის მარიამ დოლუაშვილი.

„ზოვრეთში იყვნენ ახლობელთან სტუმრად. უკან დაბრუნებულებს გზაზე მოუვიდათ ავარია, მოგლეჯილი ხე ეგდო ძირს და ამ ხეს დაეჯახნენ“,  – ამბობს მეგობარი.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

პრაიმ ტაინი