ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს და მერე გაათავისუფლეს

ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს. ონლაინ გამოცემა PRESA.GE-ის მთავარი რედაქტორი ცოტა ხნის წინ დააკავეს, თუმცა ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ფოთის იზოლატორი დატოვა.

„კურიერის” ინფორმაციით, ის ზუგდიდის გზაზე პოლიციის ესკორტს იღებდა და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

“აიტივის” ჟურნალისტი, სუზი მიკირტიჩიანი დაკავების მომენტში გიორგი კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, ორი პიკაპი შენიშნეს გზაზე, მანქანასთან მიახლოების შემდეგ კი შიგნით მჯდომებმა მათ კითხვებს არ უპასუხეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი