ზუგდიდის პროკურატურაში სკანდალური ჩანაწერის საქმეზე საკრებულოს წევრი გია დანელია იკითხება

ზუგდიდის პროკურატურაში სკანდალური ჩანაწერის საქმეზე საკრებულოს წევრი გია დანელია იკითხებაზუგდიდის პროკურატურაში საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ გია დანელია იკითხება, დანელია ფიგურირებს იმ სკანდალურ ჩანაწერში, რომელშიც საუბარია წინასაარჩევნოდ ადამიანების დაშინებაზე და ისეთ მძიმე დანაშაულზეც, როგორიცაა საარჩევნოდ ადამიანების გატაცება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიცია გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს, თუმცა ხელისუფლება ამ მოთხოვნას ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს.