ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის შენობაში ხმაურია. გაერთიანებულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს საგანგებო სდომის მოწვევა და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს.
ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებით, არ შეიძლება იმ უკანონობის გაგრძელება, რასაც ის სჩადის. დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. საბოლოოდ, მირანდა მესხი პოლიციის დახმარებით საკუთარ კაბინეტში შევიდა. შესვლამდე მან განაცხადა, რომ ოპოზიცის მოთხოვნებს პასუხს წერილობით გასცემდა.
კომისიის თავმჯდომარის კაბინეტის კართან რჩებიან გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები. ისინი ამბობენ, რომ იქ მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, ხვალიდან კი აქ ზუგდიდელები შეიკრიბებიან.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დააფიქსირეს თუ როგორ გაატანეს უბნებზე სამაგიდო სიები, საარჩევნო ბეჭდები და ლუქები არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.
ოპოზიციის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და „ქართულ ოცნებას“ ფაქტზე წაასწრო. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ფაქტს შეესწრო, საოლქო კომისიაში პარკებით სხვადასხვა უბნიდან სიები მიიტანეს. სამაგიდო სია და ბეჭდები 107 უბანზე იყო გაცემული.

