ზუგდიდში მამაკაცმა ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა სცადა

ზუგდიდში მამაკაცმა ხატია დეკანოიძეზე თავდასხმა სცადა#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში მცირე ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და შუახნის მამაკაცს შორის მოხდა. უცნობი მამაკაცი შენობაში მოულოდნელად გამოჩნდა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან ხატია დეკანოიძესთან ცდილობდა მისვლას.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მამაკაცი მის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი.

მამაკაცი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.

იპნ