ზუგდიდში საარჩევნო კომისიის წევრის, ლელა ლაშხიას, შვილის მანქანიდან ისროლეს

ზუგდიდში საარჩევნო კომისიის წევრის, ლელა ლაშხიას, შვილის მანქანიდან ისროლესსროლა ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანზე – ავტომობილის მფლობელი ირაკლი ჩანგელია, რომლის ავტომობილიდან მოხდა ჰაერში გასროლა, საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის, ლელა ლაშხიას შვილია.

აღნიშული ქალი ყველა ინციდენტის დროს ხელს უშლიდა ჟურნალიტებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში და იცავდა ზუგდიდი #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინტერესებს, რომლის ორგანიზებითაც, ოპოზიციის მტკიცებით, 14 მაისს, სიებისა და ბეჭდების გატაცებას ცდილობდნენ.
ირაკლი ჩანგელია აფხაზეთიდან დევნილია მისი ოჯახი წლებია, ზუგდიდში ცხოვრობს, “ნიუპოსტი” აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა, თუმცა ჩანგელიას ოჯახის წევრებმა საუბარი არ ისურვეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის 87-ე უბანთან ოპოზიციის წარმომადგენელს იარაღი დაუმიზნეს, შემდეგ კი ჰაერში გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელ ზოია ფარცხავას დასაშინებლად იმ დროს გაისროლეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან მამაკაცმა ჰაერში გაისროლა