2019 წელს ივანიშვილი 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა – ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსი

2019 წელს ივანიშვილი 270 მილიონი დოლარით გამდიდრდა - ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსი2019 წელს ბიძინა ივანიშვილი 270 მილიონი აშშ დოლარით გამდიდრდა. აღნიშნული მონაცემები ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსიდან ხდება ცნობილი. 2019 წლის პირველ იანვარს მისი ქონება 5 მილარდ დოლარს შეადგენდა, 13 ივნისის მონაცემებით კი 5.27 მილიარდია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საქართველოს ექსპრემიერი მილიარდერების სიაში 352-ე ადგილს იკავებს.