2020 წლის არჩევნები ბლოკების გარეშე – „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა

2020 წლის არჩევნები ბლოკების გარეშე - „ქართული ოცნების“ კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა“ქართული ოცნება” 2020 წლის არჩევნებში საარჩევნო ბლოკების გაუქმებას აპირებს – მმართველი პარტიის ახალი გეგმების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. “ქართული ოცნები” საკნაონმდებლო ინიციატივა უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე.ინიციატივის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლის ჩატარებასაც მმართველი გუნდი პროპორციული სისტემითა და ნულოვანი საარჩევნო ბარიერით გეგმავს, საარჩევნო ბლოკების შექმნა გათვალისწინებული არ იქნება. ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.

კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაიწერება, რომ იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.

ამასთან, გადაუნაწილებელი მანდატების დარჩენის შემთხვევაში, ის საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს შორის, რიგითობით განაწილდება.

კანოპროექტის ავტორები იქვე მიუთითებენ, რომ საარჩევნო ბლოკების გაუქმება იძლევა შესაძლებლობას, რათა დაბრლოკება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებას და ინსტიტუციონალიზაციას.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ნულოვანი ბარიერის გადაწყვეტილება მმართველმა ძალამ დიდი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის სტუმრობას მოჰყვა. 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ, მოქალაქეთა სამი მოთხოვნიდან ერთერთი პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო, ხოლო რაც შეეხება შს მინისტრის, გახარიას გადადგომის მოთხოვნას, ხელიუფლება აცხადებს, რომ ის არ აპირებს მთავრობის წევრების მოხსნას და ამ სახით პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას.